დევიდ ქემერონი - დიდი ბრიტანეთს სურს, მიიღოს გარანტია, რომ გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო არ დაასაქმებს პერსონალს, რომლებიც მზად არიან, ისრაელზე თავდასხმაში მიიღონ მონაწილეობა
დევიდ ქემერონი - დიდი ბრიტანეთს სურს, მიიღოს გარანტია, რომ გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო არ დაასაქმებს პერსონალს, რომლებიც მზად არიან, ისრაელზე თავდასხმაში მიიღონ მონაწილეობა

დიდი ბრიტანეთს სურს, მიიღოს გარანტია, რომ გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო არ დაასაქმებს პერსონალს, რომლებიც მზად არიან, ისრაელზე თავდასხმაში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

„ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, არის აბსოლუტური გარანტია, რომ ეს აღარ განმეორდება. მოდით, განვმარტოთ, როგორც ჩანს, გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში. ეს მიუღებელია. ეს არის მიზეზი, რატომ შევაჩერეთ ჩვენი დაფინანსება“, – განაცხადა ქემერონმა.

ამასთან, ქემერონმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის „იმედის, ღირსების და მშვიდობის მინიჭების გზა“ არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მხარს ვუჭერთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას. ჩვენ გვინდა უსაფრთხო ისრაელი, უსაფრთხო პალესტინასთან ერთად. ეს არის გზა, რათა მივცეთ იმედი, ღირსება და მშვიდობა, როგორც ისრაელელებს, ასევე პალესტინელებს. რა თქმა უნდა, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შემთხვევაში,  გარკვეულ ეტაპზე, პალესტინა სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. პალესტინელებს სჭირდებათ ცვლილებებისა და რეფორმების გატარება. ეს შეიძლება, იყოს ამ პროცესის ნაწილი. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა ქემერონმა.