დევიდ ო’ სალივანი - საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის
დევიდ ო’ სალივანი - საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა განაცხადა.

როგორც ო’ სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის.

„ჩემ მიერ ნახსენები მიზეზების გამო საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, მაგრამ რაც ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, განსაკუთრებით ეს ეხება 38 საომარ პროდუქტს“, – განაცხადა ო’სალივანმა.