დევი ტაბიძე - დროთა განმავლობაში კორონავირუსიც ისეთივე ვირუსი იქნება, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება მოგვიწევს, ამაში განსაკუთრებული არაფერია
დევი ტაბიძე - დროთა განმავლობაში კორონავირუსიც ისეთივე ვირუსი იქნება, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება მოგვიწევს, ამაში განსაკუთრებული არაფერია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, კორონავირუსიც დროთა განმავლოვბაში იქნება ისეთივე ვირუსი, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება მოგვიწევს და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

კითხვაზე, „როდემდე მოგვიწევს „კოვიდ-19“-თან ერთად თანაცხოვრება“, დევი ტაბიძემ უპასუხა, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება.

„მე ამჯერად რესპუბლიკური საავადმყოფოს პოზიციებიდან არ გამოვალ, გამოვალ ჩემი პოზიციიდან, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორიდან და მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად.

ვირუსი არსებობს დედამიწაზე ა, ბ, ჰეპატიტის იქნება ეს, თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ვისურებთან ერთად. კორონავირუსიც დროთა განმავლოვაში იქნება ისეთივე ვირუსი, რომელთან ერთადაც მოგვიწევს თანაცხოვრება. ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.