Deutsche Welle - საქართველო სალომე ზურაბიშვილს პირველ ქალ პრეზიდენტად ირჩევს
Deutsche Welle - საქართველო სალომე ზურაბიშვილს პირველ ქალ პრეზიდენტად ირჩევს

საქართველო სალომე ზურაბიშვილს პირველ ქალ პრეზიდენტად ირჩევს – ამ სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს Deutsche Welle.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოქალაქეებმა აირჩიეს.

„2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ზურაბიშვილი შეეცდება დააბალანსოს პროდასავლური მისწრაფებები, ამავდროულად თავიდან აირიდოს მოსკოვთან დაპირისპირება“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ოპოზიციონერმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.4 % მიიღო. Deutsche Welle აღნიშნავს, რომ შედეგების გაცნობის შემდეგ, მან მასობრივი საარჩევნო გაყალბების შესახებ განაცხადა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში პრეზიდენტს ცერემონიული როლი აკისრია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერ-მინისტრის ხელშია, რომლის პოსტსაც ამჟამად მამუკა ბახტაძე იკავებს.