2018 წლის განმავლობაში, გერმანიაში ჟურნალისტებზე თავდასხმის რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას მედიასაშუალება Deutsche Welle ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე მედიის წარმომადგენლებზე 22 თავდასხმა დაფიქსირდა.
გასულ წელს, ჟურნალისტებზე თავდასხმის მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წელს – 19.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველაზე მეტი შემთხვევა რადიკალი მემარჯვენეების დემონსტრაციაზე მოხდა. განსაკუთრებით ბევრი თავდასხმა კი, საქსონიაშია დაფიქსირებული.