საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აპირებს სასამართლოში უჩივლოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ფორვარდს ერიკ კანტონას.
თავის დროზე, კანტონამ გამოთქვა აზრი, რომ ქარიმ ბენზემა და ჰამეტ ბენ-არფა უნდა ხვდებოდნენ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ასე არ ხდება დეშამის რასისტული მიდრეკილებების გამო. როგორც კანტონამ თქვა – მწვრთნელი ამ ფეხბურთელებს ჩრდილოაფრიკული წარმოშობის გამო არ იწვევს თავის გუნდში.
ახლა, კანტონას ამ ბრალდებას დაგვიანებით პასუხობს დეშამის ადვოკატი და ლეგენდას სასამართლოთი ემუქრება.
“როცა რასისტებს გვიწოდებენ, ჩვენ კი ასეთები არ ვართ, გვინდა სამართლიანობამ იზეიმოს”, – განაცხადა დეშამის ინტერესების დამცველმა კარლოს ბრუსამ.