ვილი სანიოლი ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის მე-15 ადგილზე გავიდა, საუკეთესოდ დიდიე დეშამი დაასახელეს #1TVSPORT
ვილი სანიოლი ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის მე-15 ადგილზე გავიდა, საუკეთესოდ დიდიე დეშამი დაასახელეს #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ შეადგინა ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების რეიტინგი. პირველ ადგილზე აღმოჩნდა საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი.

კლასიფიკაციის TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
  2. ლუჩანო სპალეტი (იტალია)
  3. იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
  4. გარეტ საუტგეიტი (ინგლისი)
  5. ზლატკო დალიჩი (ხორვატია)
  6. რობერტო მარტინესი (პორტუგალია)
  7. დომენიკო ტედესკო (ბელგია)
  8. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
  9. კასპერ იულმანდი (დანია)
  10. მარკო როსი (უნგრეთი)

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მე-12 ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა მე-15 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს. „ნაპოლისა“ და სლოვაკეთის ნაკრების დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდა.