ვილი სანიოლი ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის მე-15 ადგილზე გავიდა, საუკეთესოდ დიდიე დეშამი დაასახელეს #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ შეადგინა ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების რეიტინგი. პირველ ადგილზე აღმოჩნდა საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი.
კლასიფიკაციის TOP 10 ასე გამოიყურება:
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
- ლუჩანო სპალეტი (იტალია)
- იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
- გარეტ საუტგეიტი (ინგლისი)
- ზლატკო დალიჩი (ხორვატია)
- რობერტო მარტინესი (პორტუგალია)
- დომენიკო ტედესკო (ბელგია)
- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
- კასპერ იულმანდი (დანია)
- მარკო როსი (უნგრეთი)
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მე-12 ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა მე-15 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს. „ნაპოლისა“ და სლოვაკეთის ნაკრების დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდა.