დეპუტატებმა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს
დეპუტატებმა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს

საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია და თამაზ ნავერიანი სოფელ ჭუბერში ჩავიდნენ.

დეპუტატებმა სტიქიით დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს, მათ შორის, პურის ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, წყალი და სხვა.

გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია და თამაზ ნავერიანი საკოორდინაციო შტაბის წევრებს, ასევე დაზარალებულებს შეხვდნენ და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჭუბერში ძლიერად წვიმს, მდინარეში წყლის დონემ კვლავ მოიმატა.