დეპუტატები ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
დეპუტატები ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის მონაწილე დეპუტატებმა ჟურნალისტებს დადასტურეს, რომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარების საკითხსაც.

ამასთან, ხვალისთვის არის დაგეგმილი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა.  პარტიის ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.