დენის შმიგალი - უკრაინას მსოფლიო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყების იმედი აქვს
უკრაინას მსოფლიო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი, მრავალწლიანი პროგრამის დაწყების იმედი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა კიევში მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან, კრისტალინა გეორგიევასთან და ფონდის გუნდთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იგეგმება, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი: დაუყოვნებლივი ფინანსური მხარდაჭერა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა, რაც აღდგენას შეუწყობს ხელს“, – დაწერა შმიგალმა „ტელეგრამში“.
მსოფლიო სავალუტო ფონდის დელეგაცია კიევში 20 თებერვალს ჩავიდა, ვიზიტის დროს გაიმართა კრისტალინა გეორგიევასა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები.