დენის შმიგალი – უკრაინას მსოფლიო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყების იმედი აქვს

23:22, 20.02.2023

უკრაინას მსოფლიო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი, მრავალწლიანი პროგრამის დაწყების იმედი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა კიევში მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან, კრისტალინა გეორგიევასთან და ფონდის გუნდთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იგეგმება, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი: დაუყოვნებლივი ფინანსური მხარდაჭერა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა, რაც აღდგენას შეუწყობს ხელს“, – დაწერა შმიგალმა „ტელეგრამში“.

მსოფლიო სავალუტო ფონდის დელეგაცია კიევში 20 თებერვალს ჩავიდა, ვიზიტის დროს გაიმართა კრისტალინა გეორგიევასა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები.

მსგავსი