დენის შმიგალი - საფრანგეთი მზად არის, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს, თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება
საფრანგეთი მზად არის უკრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტვიტერზე“ წერს.
„საფრანგეთი მზად არის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება“, – წერს უკრაინის პრემიერი.
მანამდე შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას აპირებს.