დენის შმიგალი – საფრანგეთი მზად არის, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს, თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება

16:37, 14.04.2023

საფრანგეთი მზად არის უკრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტვიტერზე“ წერს.

„საფრანგეთი მზად არის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება“, – წერს უკრაინის პრემიერი.

მანამდე შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას აპირებს.

მსგავსი