დენიელ ფრიდი - გერმანელებს ეგონათ, რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია, აღმოაჩინეს, რომ შეცდომა დაუშვეს, გერმანია ახლა სწორი მიმართულებით მიდის
დენიელ ფრიდი - გერმანელებს ეგონათ, რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია, აღმოაჩინეს, რომ შეცდომა დაუშვეს, გერმანია ახლა სწორი მიმართულებით მიდის

აშშ-ის ადმინისტრაციისა და ევროპელების მისამართით კრიტიკის კარგად მესმის. გერმანიაში მიმდინარე საჯარო დებატების ცქერა კი მტანჯველია. ვისურვებდი, ნაკლები ეტანჯათ და მეტი ემოქმედათ, მაგრამ გერმანელებმა მაინც ბევრად წაიწიეს წინ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დენიელ ფრიდის თქმით, გერმანელებს ეგონათ, რომ რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია, ახლა აღმოაჩინეს, რომ შეცდომა დაუშვეს.

დენიელ ფრიდის განმარტებით, გერმანია ახლა სწორი მიმართულებით მიდის, რადგან გერმანელები ხედავენ პუტინის სისასტიკეს და ამბობენ, რომ სურთ, დაეხმარონ უკრაინას.

„კარგად მესმის იმ კრიტიკის, რომელიც ისმის აშშ-ის ადმინისტრაციისა და ევროპელების მისამართით. გერმანიაში მიმდინარე საჯარო დებატების ცქერა კი მტანჯველია. ვისურვებდი, ნაკლები ეტანჯათ და მეტი ემოქმედათ, მაგრამ გერმანელებმა მაინც ბევრად წაიწიეს წინ. ჩვენ არ უნდა ველოდოთ სასწაულს, რადგანაც სულ რაღაც ერთი წლის წინ გერმანელები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, მათი ზოგადი ხედვა, რომ რუსეთი პოტენციური პარტნიორია, ქმედითი იყო და ახლა მათ უწევთ საკუთარი დასკვნების ნარჩენებთან გამკლავება. მოდით, გაგებით მოვეკიდოთ ამას, იმ პირობებშიც კი, როდესაც მოვუწოდებთ, მიიღონ გადაწყვეტილება და დაგვანახონ ლიდერობა.

გერმანელებს ეგონათ, რომ რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია. ახლა მათ აღმოაჩინეს, რომ შეცდომა დაუშვეს. ეს რთულია მათთვის. მე ბევრი რამ ვიცი პოლიტიკის შეცდომების შესახებ, ვმუშაობდი აშშ-ის ადმინისტრაციებში და არაერთი შეცდომა დავუშვი. ამიტომ ჩემთვის გასაგებია, რა გზას გადიან გერმანელები, მაგრამ ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან. გერმანია ახლა სწორი მიმართულებით მიდის, რადგანაც გერმანელები ხედავენ პუტინის სისასტიკეს და ამბობენ, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ სურთ და უნდათ, დაეხმარონ უკრაინას, გასწიოს წინააღმდეგობა“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ამასთან, დენიელ ფრიდის თქმით, არავინ ელოდებოდა, რომ უკრაინა შეძლებდა რუსეთის შეჩერებას და რუსეთის მიერ ომის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიების 50 პროცენტის დაბრუნებას, შესაბამისად, შეიცვალა მოსაზრება, რა სახის შეიარაღება უნდა მიაწოდონ უკრაინას.

ჩვენ ყველას შეგვეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ ბევრი გავაკეთეთ კიდეც. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე აშშ არც კი განიხილავდა შესაძლებლობას, რომ უკრაინას შეეძლო რუსეთის თავდასხმისაგან თავდაცვა. ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის იქნებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსგავსი. საქართველომ კარგად იბრძოლა, თავდადებულად და ხუთ დღეში დამარცხდა. თუმცა, საქართველო არ განადგურებულა. ქართველი სამხედროები მზად იყვნენ, ებრძოლათ თბილისის დასაცავად, რაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინმა უკან დაიხია. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს. ეს ძალიან კარგად მახსოვს, თუმცა არავინ ელოდებოდა, რომ უკრაინა შეძლებდა რუსეთის შეჩერებას და რუსეთის მიერ ომის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიების 50%-ის დაბრუნებას. ამან ახალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება, თუ რა სახის შეიარაღება უნდა მივაწოდოთ უკრაინას, შეიცვალა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან, ამერიკელ დიპლომატთან, დენიელ ფრიდთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „საქართველოს რადიოს“ ეთერში მოისმენთ 20 იანვარს, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.