დემონსტრანტებმა ჰონკონგში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხეს
დემონსტრანტებმა ჰონკონგში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხეს

ჰონკონგში დემონსტრანტებმა სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხეს. ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულმა აქტივისტებმა მთავარი სადგური დაიკავეს. შავ მაისურებსა და ნიღბებში გამოწყობილი დემონსტრანტები მატარებლების კარში ჩადგნენ, რის გამოც, ავტომატური კარი არ იხურებოდა. შედეგად, ორი საათის განმავლობაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებული იყო.

ჰონკონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. აქტივისტები ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს. აქციები ხშირად სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებით სრულდება.