დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეიკრიბნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებენ
დემონსტრანტები იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეიკრიბნენ და „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმის გამო მას გადადგომისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მანამდე ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ღამეს თელ ავივში, სამხედრო შტაბბინასთან გაათევენ. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის პროტესტის ფორმა, რომლითაც ისინი მთავრობისა და სამხედროებისგან ტყვეების დასაბრუნებლად მეტ ძალისხმევას მოითხოვენ.
ამასთან, მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში დღეს საღამოს მასშტაბური საპროტესტო აქციაც დააანონსეს.