დემოკრატები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებს ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის ფისკალურ სამსახურს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებმა მიმართეს. ისინი ითხოვენ აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი კუთვნილი კომპანიების გადასახადების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას მიაწოდონ.
ამას გარდა, უწყებამ წარმომადგენელთა პალატას უნდა გადასცეს ინფორმაცია ტრამპის ან მისი კომპანიების მიმართ განხორციელებული საგადასახადო შემოწმებების შესახებ. ეს ინფორმაცია კანონმდებლებს აშშ-ის საგადასახადო სამმართველომ 10 აპრილამდე უნდა გადასცეს.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ საგადასახადო დეკლარაციების გასაჯაროების წინააღმდეგია, რადგან როგორც პრეზიდენტი ამბობს, მას საგადასახადო სამსახური უკვე დიდი ხანია ამოწმებს და ვიდრე ეს პროცესი არ დასრულება, ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია.
მანამდე ტრამპის მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარი აშშ-ის სახაზინო დეპარტამანეტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმაც განაცხადა.