დელ ბოსკე - „რეალი“ საჩემპიონო რბოლაში „ბარსელონას“ კონკურენციას გაუწევს
ესპანეთის ნაკრების და რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დარწმუნებულია, რომ „რეალს“ ჯერ კიდევ შესწევს ძალა, „ბარსელონას“ საჩემპიონო ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიოს.
67 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მადრიდელები უშანსოდ არ არიან.
„მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის ძალიან კარგი ხასიათი აქვს, ის საუკეთესოდაა მომზადებული“, – ციტირებს დელ ბოსკეს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo). – „რეალი“ მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება ბარსელონას, ეს არ არის დიდი გაქცევა. მადრიდელებს კარგად დაბალანსირებული შემადგენლობა ჰყავთ, ისინი ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო ხუთ გუნდში შედიან“.
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს 20 ქულით, ხოლო „ბარსელონა“ 25 ქულით მე-2 ადგილზეა.