ვისენტე დელ ბოსკე - ჩავი იდეალური ადამიანია „ბარსელონასთვის“  #1TVSPORT
ვისენტე დელ ბოსკე - ჩავი იდეალური ადამიანია „ბარსელონასთვის“ #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კომენტარი გაუკეთა ჩავის დანიშვნას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„ჩავი – იდეალური ადამიანია იმისთვის, რათა დააკავშიროს ერთმანეთთან „ბარსელონას“ წარსული, აწმყო და მომავალი. ჩავი შესანიშნავი მწვრთნელი გახდა. ის ბოლომდეა მზად იმისთვის, რომ კატალონური გუნდი გაწვრთნას“, – მოჰყავს დელ ბოსკეს სიტყვები Onda Cero-ს.

უკვე ოფიციალურად გამოცხადდა იმის შესახებ, რომ ჩავიმ დატოვა ყატარის „ალ-სადი“ და „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა.