ვისენტე დელ ბოსკე მესის შესახებ - ყველაფერი გავაკეთე, რომ ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა #1TVSPORT
ვისენტე დელ ბოსკე მესის შესახებ - ყველაფერი გავაკეთე, რომ ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ MARCA-სთან საუბრის დროს ფარული მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც ლიონელ მესისთან მისი გადაბირების მიზნით ჰქონდა.

„​​ლიონელ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს. კრიშტიანო რონალდოსა და მესის შორის მე ლეოს ავირჩევდი. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბევრ მოთამაშეს შევხვდი, ჩემთვის სტაბილურობითა და კლასით ყველაზე შთამბეჭდავი არგენტინელი იყო.

მას რამდენიმე ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა და ყოველთვის ეხმარებოდა თავის გუნდს წინსვლაში. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა დამერწმუნებინა, რომ ესპანეთის სახელით ეთამაშა. თუმცა, ლიონელმა თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის გამო შეთავაზებაზე უარი თქვა“ – განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.

35 წლის ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კატარში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ფინალის შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.