დეკემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ რეკორდულ მოცულობას მიაღწია 
დეკემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ რეკორდულ მოცულობას მიაღწია 

დეკემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სავაჭრო ბრუნვამ 1,133 მილიარდი დოლარი შეადგინა (აქედან ექსპორტი 288.2 მილიონი დოლარი, იმპორტი კი 845.1 მილიონი დოლარი იყო). აქამდე ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტ-იმპორტი 2013 წლის დეკემბერში იყო, როდესაც საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 1.112 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს (იანვარ-დეკემბერში) საგარეო ვაჭრობამ 10.707 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. ამ პარამეტრით რეკორდული საქართველოსთვის 2014 წელი იყო, როდესაც ვაჭრობის მოცულობამ 11.462 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2017 წელს ექსპორტმა 2.728 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წელთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტი), იმპორტმა კი 7,979 მილიარდი დოლარი (9.4 პროცენტით მეტი).