დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად მივიდა.
მჟავანაძის განცხადებით, დეკანოზი გამოკითხვაზე 5 ივლისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
„აქ ვართ მოსული გამოკითხვაზე 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ იყო, არამედ მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ. ამოღებული იქნა სიტყვა ძალადობა, 10-წუთიანი გამოსვლა იყო იქ და იმ 10-წუთიან გამოსვლაში არ იყო არც ერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ, ან ვინმეს შეურაცხყოფისკენ. იქ იყო პირდაპირ ნათქვამი რომ ვიღაც რომ სახლში შემოგივარდეს, ქვეყნის წინააღმდეგ ვინც იბრძვის, იმათ წინააღმდეგ იყო საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.