მთვარისა ნავერიანი და მისი ადვოკატი „რუსთავი 2-ის“გენერალური დირექტორის დაკითხვას ითხოვენ
მთვარისა ნავერიანი და მისი ადვოკატი „რუსთავი 2-ის“გენერალური დირექტორის დაკითხვას ითხოვენ

მთვარისა ნავერიანის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ნავერიანის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამო, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატმა და დაზარალებულმა ქალბატონმა გენერალურ პროკურორს აღნიშნული განცხადებით განმეორებით მიმართეს.

როგორც ნავერიანმა და მჟავანაძემ პირველ არხს განუცხადეს, ნიკა გვარამიამ 68 დღის წინ, პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე იძალადა, რასაც ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებიც ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, მთვარისა ნავერიანის თქმით, გვარამია დღემდე არათუ ბრალდებულის, არამედ მოწმის სტატუსითაც არ დაუკითხავს გამოძიებას.

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ პროკურატურას „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის დაკითხვაზე მოყვანა ეშინია და საქმე ამდენ ხანს ამიტომაც გაიწელა. ნავერიანი და მჟავანაძე მათი მოთხოვნების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროკურატურის წინ ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

დატოვე კომენტარი