დეკანოზი შალვა კეკელია - ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება
ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის – ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მისივე თქმით, დღეს არანაირ დაძაბულობას არ ელოდებიან.
„უნდათ ასე გამოაჩინონ, ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.