ილია მეორემ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. ქაშუეთის ეკლესიაში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქმა წაიკითხა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მისი მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ფუნქცია-მოვალეობებისა და მის მიერ მოვალეობის შესრულების პროცედურებთან დაკავშირებით, პირველი არხი ჩრდილოეთ ინგლისის და შოტლანდიის ქართული სამრევლოების წინამძღვარს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ესაუბრა:
მამა ილია, არსებობს თუ არა პრეცედენტი, როცა ეკლესიის მოქმედმა წინამძღოლმა ღიად დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე?
ასეთ პრეცედენტებს ეკლესიის ისტორია იცნობს. მათ შორის, ჩვენთანაც. მე-20 საუკუნის ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როცა 1925 წელს, ციხიდან გამოსულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ ნოემბრის თვეში ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე, რომელიც დეკანოზობიდან ერთ დღეში გამოარჩიეს ეპისკოპოსად და აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. ეს გამოწვეული იყო იმ უმძიმეს ვითარებით, რომელიც საქართველოს ეკლესიაში იყო შექმნილი. თუმცა, კალისტრატე ცინცაძე მაშინ საქართველოს ეკლესიის მესაჭე ვერ გახდა და პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიაქის ტახტზე უწმინდესი კალისტრატე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.
ანდერძის თემას მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა არ იცნობს. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, წმინდა სინოდზე ირჩევს ან ქიროტონიით (ეპისკოპოსად ხელდასხმა) უპირატეს მღვდელმთავარს ავალებს. ანდერძის თემა საქართველოს ეკლესიაში 1940-იან წლებში შემოვიდა, როცა კათოლიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ანდერძით მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ დროს ეკლესიის მმართველობა ფაქტობრივად მოშლილი იყო და სინოდში 2-3 მღვდელმთავარი იყო წარმოდგენილი.ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ანდერძის თემა, ვრცელდებოდა ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და ვარაუდი. რას ნიშნავს ანდერძით მოსაყდრის დატოვების პრაქტიკა?
რადგან მოსაყდრე დადგენილია და გამოცხადებული, ანდერძი აღარ იქნება დატოვებული თუ პატრიარქი გადაწყვეტილებას არ შეცვლის?
რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა შესაძლებელია შეცვალოს გადაწყვეტილება და თუ საჭიროდ ჩათვლის დანიშნოს ახალი მოსაყდრე. მოსაყდრესაც შეუძლია გადადგეს თუ ამის სურვილი ექნება. ამ შემთხვევაში პატრიარქმა შეიძლება მოსაყდრე კვლავ ღიად გამოაცხადოს ან ანდერძი დატოვოს.
პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს – კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საეკლესიო კრება. პატრიარქი არჩევითი თანამდებობაა და არა მემკვიდრეობითი, ეს არის რჯულის კანონის და საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი მთავარი დებულება. მოსაყდრეს ევალება ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევამდე. თუმცა, ამჟამად, რადგან გვყავს მოქმედი პატრიარქი, კრება ახალი პატრიარქის ასარჩევად არ იქნება მოწვეული, რადგან ჯერ არ არის ცნობილი მოქმედი პატრიარქის გადაწყვეტილება – რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი. საპატრიარქო ბრძანებით დანიშნული მოსაყდრე ეკლესიის მართვა-გამგებობას განახორციელებს პატრიარქის სახელით და მასთან შეთანხმებით, ანუ ის უკვე შეუდგება ეკლესიის მმართველობას. თუმცა, მოსაყდრე არ გახლავთ ერთპიროვნული მმართველი. ეკლესიის უმაღლესი ორგანო წმინდა სინოდია და პატრიარქი სინოდთან ერთად მართავს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია: „საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას – საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს“.ილია მეორის მიერ გახმოვანებული ბრძანებით, რომლის მიხედვით მან მოსაყდრედ დაადგინა მიტროლოპოლიტი შიო, როგორია პროცედურა – მოსაყდრე უკვე შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას ?
არის თუ არაეკლესიის ისტორიაში მაგალითები, როცა მოსაყდრე ვერ გამხდარა პატრიარქი?
პატრიარქის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში მოიწვევა გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც სინოდი დაასახელებს სამ კანდიდატს სინოდის შემადგენლობიდან, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიირებენ და წარუდგენს ასარჩევად კრებას. მოსაყდრე შეიძლება იყოს ამ კანდიდატებს შორის, შეუძლია დაასახელოს მისი კანდიდატურა ან მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. შესაძლოა დასახელების შემთხვევაში ვერც გავიდეს, კრებაზე საჭირო ხმების მიუღებლობის გამო. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა მოსაყდრე არ ყოფილა არჩეული ეკლესიის წინამძღოლად. მაგალითად, პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, მაგრამ კრებამ 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქად ეფრემ სიდამონიძე აირჩია.