„დეილი მეილი“ - ბულგარული კომპანიის მფლობელი, ნორვეგიელი ბიზნესმენი რინსონ იოსი, რომელიც, სავარაუდოდ, ლიბანისთვის პეიჯერების მიწოდებაში მონაწილეობდა, მასობრივი აფეთქების დღეს გაუჩინარდა
ბულგარული კომპანიის, Norta Global-ის მფლობელი, ნორვეგიელი ბიზნესმენი რინსონ იოსი, რომელიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ლიბანისთვის პეიჯერების მიწოდებაში, მასობრივი აფეთქების დღეს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 39 წლის ინდური წარმოშობის მეწარმე რინსონ იოსი დასახელებული იყო ბულგარული კომპანიის მფლობელად, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალს, კრისტიანა არკიდიაკონო-ბარსონის 1.3 მილიონი ფუნტი გადაუხადა, როგორც „მოსადის“ მიერ მოწყობილი რთული გარიგების ნაწილს პეიჯერების მოსაპოვებლად.
ნორვეგიელი ბიზნესმენი წინასწარ დაგეგმილ მივლინებაში გაემგზავრა, მაგრამ მისი ძირითადი დამსაქმებლის, ნორვეგიული მედია კონგლომერატის, NHST-ის უფროსები მას შემდეგ ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ ნორვეგიის შიდა დაზვერვის სამსახურს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს მისი კავშირი ლიბანში მომხდარ თავდასხმებთან. რინსონ იოსის მეგობარმა თქვა, რომ იგი შოკირებული იყო, როდესაც აღმოაჩინა მისი სახელი ამ ამბავთან კავშირში.
როგორც „დეილი მეილი“ წერს, არ არსებობს ვარაუდი, რომ ნორვეგიის მოქალაქემ, რინსონ იოსიმ რაიმე სახით იცოდა საიდუმლო შეთქმულების შესახებ.