დედოფლისწყაროს მერის ინფორმაციით, მიწისძვრას მუნიციპალიტეტისთვის ზიანი არ მიუყენებია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია.
როგორც ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, ზემო ქედისა და მაჩხაანის მოსახლეობისგან, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა რყევა, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
საქართველოში მიწისძვრა დღეს მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან იყო.