დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება - ღონისძიებებს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გალა-კონცერტი დაასრულებს
დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება - ღონისძიებებს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გალა-კონცერტი დაასრულებს

„თბილისობა 2018“ გრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რიყის პარკში დღესაც გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. დღეს ასევე, გაიმართება საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“.

დედაენის ბაღი 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი. აბანოთუბანში თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს. ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

დღეს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება.

19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.

„თბილისობა 2018“-ის პროგრამა 7 ოქტომბრისთვის ასეთია:

რიყის პარკი

• გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00

• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 -20:00

• საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00

• საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ – 14:00-15:00

• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით – 14:00 18:00

• რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩა

კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი – 14:00

ლეღვთახევი

• მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00

• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა – 13:00 – 17:00

• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00 -17:00

• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00

• ცოცხალი მუსიკა – დაუვიწყარი კონცერტი – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ – 16:00 – 18:00

• პროექტი „გვიდირიჟორე“ – 19:00 – 21:00

• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 21:00 – 22:00

დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება

• ტურნირები ნარდში

• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;

• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;

• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;

• ბოჩა (შშმ პირებისთვის)

• ტურნირი მინი გოლფში

• შეჯიბრი მკლავჭიდში

• მაგიდის ჩოგბურთი

• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

• კარატე – საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი

საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე – 19:00