გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, 26 მაისის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, გობრონიძის, ავალიშვილის და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ვაკის რაიონში, შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, როდენის და თუმანიშვილის ქუჩებზე დენი 11 საათიდან 14 საათამდე შეწყდება.
დიდგორის რაიონში, სოფელი შინდის ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ილურიძის, ეკა ბეჟანიშვილის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, წავკისის, ოქროყანის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლაღიძის, ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების აბონენტებს.
საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დენი 10 საათიდან 13 საათამდე შეწყდება.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივი I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ჭიაურელის, ჩაჩავას და იოსელიანის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 13 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.