გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI VII VIII მიკრორაიონების, გაზის დასახლების, გლდანულას დასახლების, გლდანის ხევის, პატარა ტბის, თამარ მეფის, ზაქარია მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, გიორგი ბაბილოძის, სამხარაძის, ინგუშეთის, ქერჩის, გელა ბელქანიას, ხერგიანის, ომარ ხიზანიშვილის და მიქატაძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, ვაჟა ფშაველას გამზირს, ვაჟა-ფშაველას II, IV კვარტლებს, ზემო ვეძისის დასახლებას, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, დელისის, ნუცუბიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩებს. 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება სოფელ დიღომში, დიდი დიღმის III მიკრორაიონსა და მეფე მირიანის ქუჩაზე.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, ივანე ჯავახიშვილის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება. საუბარია სოფელი ფონიჭალის, სოფელი ჭალის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, გულბანის, ბაგრატის, მარნეულის, ჯემალ რაფავას, ევსტათი მცხეთელის, აფხაზეთის, თამარ მეფის, ჭალადიდის, ცოტნე დადიანის და სოხუმის ქუჩებზე. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ერეკლე მეორეს მოედანს, ყავლაშვილის, ივერიის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და გულიას ქუჩებს.
ვაკის რაიონში, მცხეთის, შატბერაშვილის, მარუხის გმირების, კოკა კლდიაშვილის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 13 საათიდან 16 საათამდე შეუწყდებათ.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაპის ქუჩაზე 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება.
ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს 11 საათიდან 12 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.