ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონში, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩებზე დენი 10:30 საათიდან 16 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩზე ელექტროენერგია
11 საათიდან 15 საათამდე შეწყდება.
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრის), სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების და სამხედრო გზატკეცილის მცხოვრებლებზე.
15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ბესარიონ ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების აბონენტებსაც.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.