ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონს ელექტროენერგია 10:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ, კახიანის, ინწკირველის, წაღვერის, ქებურიას, ურიდიას, კისისხევის, ძმობის, წრომის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, ინანიშვილის, ასათიანის და მახალდიანის ქუჩებზე.
ასევე 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ჩაჩავას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩებზე.
11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონში, კერძოდ გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ბოჭორიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების აბონენტებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია “თელასის განცხადებაში.