დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომსა და გოძიაშვილის ქუჩას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. ასევე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და თავხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეწყდება საბანკო დასახლების, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის, დოესის, ზურაბაშვილის, ძევერის, ლეხ კაჩინსკისა და კოშკოვანის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სამგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძისა და ფეიქართა ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, ხევსურეთის, წიკლაურის, მანჯგალაძის, ჯანელიძისა და სააკაძის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონს, კერძოდ წერეთლის გამზირის, ნინუას, ზესტაფონის, დადიანისა და ცისარტყელას ქუჩების აბონენტებს.

გლდანის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მუხიანის I მიკრორაიონსა და გლდანის მასივის I მიკრორაიონზე. ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭედიას, შუშის, წყალსადენისა და ლაზოს ქუჩებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ მებაღეობის, ქიზიყისა და ენუქიძის ქუჩებზე.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის ქუჩის აბონენტებს.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. საუბარია კოჯრის ახალი გზატკეცილის (ნაწილობრივ), ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილისა და ასათიანის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.