გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, ნინო ჩხეიძის და ფიროსმანის ქუჩებში ელექტროენერგია 10 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III კვარტალში, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ზაქარაიას, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩების მცხოვრებლებზე.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ქართველიშვილის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილი-იუჟინის, კამალოვის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, სააკაძის, ნიკო მარის და ლიკანის ქუჩებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ცოტნე დადიანის გამზირზეც.
კრწანისის რაიონში, საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღერეთის, შუშინის, მირზა-შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, აჯიაშვილის, თუმანიანის, ბეთლემის, გომის და ზდანევიჩების ქუჩებზე დენი 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება. 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება გორგასლის, გულიას, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩებზეც.
გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონებზე, ქერჩის (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩებზე.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), პეკინის გამზირზე, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, შორსის და ქუთათელაძის ქუჩებზე.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14, მე-15 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, შარაშიძის, პეტრიწის (ნაწილობრივ), ყურაშვილის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონში, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩებზე დენი 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის აბონენტებს ელექტრომომარაგება
11 საათიდან 15 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.