გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ისნის რაიონში, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების აბონენტებზე.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს.
13:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა ასევე ნაწილობრივ გავრცელდება დიღმის სასწავლო მეურნეობაში.
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ.
გლდანის რაიონში, გაგრის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონებში, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება კრწანისის ჩიხსა და კრწანისის ქუჩაზე.
დიდგორის რაიონში, დაბა შინდისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის და მუხაძის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.