გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაცის კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„გლდანის რაიონში, გლდანის მასივის “ა”, II მიკრორაიონების, მეტრო “ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირზე (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩებზე.
სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის, სამასი არაგველის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 ზემო პლატოს. 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ორხევის დასახლებაში.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, კანდელაკის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, ბენდელიანის და ალექსიძის ქუჩების აბონენტებზე.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ნაწილობრივ), გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ზემო ვეძისის დასახლების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში, გრიშაშვილის, ცურტაველის, სოღანლუღის, ხონელის, ხარფუხის და ტაბახმელას ქუჩებზე დენი 11 საათიდან 14 საათამდე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონში, ფურცელაძის, მანჯგალაძის, გრიგოლ აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, აბუსელიძე-ტბელის ქუჩაზე ელექტროენერგია 10 საათიდან 16 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11 საათიდან 16 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.