გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიას „თელასი“ ავრცელებს.
„სამგორის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, ლილოს, მეფრინველეობის ფაბრიკის, ლოჭინის, საქსოფმშენის, საქსოფმანქის და საქნავთის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის და ორახელიძის ქუჩების მცხოვრებლებზე. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში, სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, ავშნის, ბუგეულის და ლესელიძის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გმირთა მოედანზე, წყნეთის გზატკეცილზე, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, აბულის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და მოსაშვილის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), 9 აპრილის ბაღის, დედაენის პარკის, კოლმეურნეობის მოედნის, ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდის ტერიტორიის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ხიდის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ნადიკვარის, ათონელის, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ვაჩნაძის, ორბელიანის, პუშკინის, ხიდისთავის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV, X, Xა კვარტლებში, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტალში, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტალში, თემქა-ავშნიანის დასახლებაში, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილისა და შატილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, აკაკი წერეთელის გამზირს, ქურდიანის, მაიაკოვსკის, მეტრეველის, ვახუშტი ბაგრატიონის, იროდიონ ევდოშვილის, გაფრინდაულის, ქუთაისის, აგლაძის და დავით ყიფიანის ქუჩებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ტერევერკოს და ნოდარ ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსიძის, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილის, ვასო გოძიაშვილისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების აბონენტებზე.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჩხიკვაძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 12 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ), რომის, კოლხეთის და უზნაძის ქუჩებს. 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ზურაბ ჩაჩუას, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის ქუჩებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.