დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ​გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება დიდუბეში, თამარ მეფის გამზირის №5, №5ა, №7, №9, პასტერის ქუჩის №7, წერეთლის გამზირის №77, №77-5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან.

ასევე, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება კრწანისში, რუსთავის გზატკეცილის №3, №8, №10, №12, №12ვ-გ, №12ა, №14, №16,,აბ“-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან.

ყველა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაზმომარაგების სრულად აღდგენა დასრულდება 12 ივნისს 18:00 საათისთვის.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩის №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №19, №20, №22, №23, №24, №24გ, №25-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.