დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან, 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.
დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.