„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის 8 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში ელექტროენერგია 11:00-იდან 15:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირზე შეიზღუდება. ასევე 15:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00-იდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელის და თორნიკე ერისთავის ქუჩების აბონენტებს.
10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩას, კერძოდ გუმათჰესის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩებს.
ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 13:00 საათამდე საბურთალოს რაიონსაც ექნება.
საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ბენდელიანის, კოსტავას და ალექსიძის ქუჩების აბონენტებზე.
ისნის რაიონში 11:00-იდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ხვედელიანის, ზურაბ ჩაჩუას, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ხომლელის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში შეზღუდვა
11:00 იდან 13:00 საათამდე გავრცელდება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონში, გლდანის მასივის VI, VII მიკრორაიონებსა და ქერჩის ქუჩაზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონსაც, გორგასლის, გულუას და გულიას ქუჩებს.