დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, ნიჟარაძის, ხახულის, სიხარულიძის, აისის, ეგრისის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, მეფე არჩილის, ტირიფების, თუთის, ლისის, მუხის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიცკის, მაცეხის, ორხევის, ქედის, კალატოზის, გაბისკირიას, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, სამრეკლოს, სამოქალაქოს, კონსტანტინე ერისთავის, კარდანახის, გრემის, შემოსავლის, ბახვის და გაბისკირიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ “თელასში”.