კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, კახეთის, შორაპნის, კახეთის ხევის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის, ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის, გორგასალის, ახუნდოვის, აბანოს, გრიშაშვილის, ორთაჭალის, გულიას და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კოსტავას, დოლიძის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნატბეურების დასახლების, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის II შესახვევის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კვანტალიანის, გელა გოგიშვილის და მიროტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ „თელასში”.