„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
„საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის, თამარაშვილის, ცინცაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის და ჰოსპიტლის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს, წყალსადენის, ჭედიას, შუშის და ტაძრის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებს“, – აცხადებენ კომპანიაში და ბოდიშს უხდიან მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.