დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად, ამინდზე ვართ დამოკიდებული და, შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.