დედაქალაქის მერიამ და თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ პარასპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს
დედაქალაქის მერიამ და თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ პარასპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარასპორტის განვითარების ცენტრში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები ჩატარდა, რომლებშიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა პარასპორტსმენმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრებმა პარაოლიმპიელი ქალებისთვის საჩვენებელი საფეხბურთო მატჩი გამართა.
მონაწილე სპორტსმენებს თბილისის მერიის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.