დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს
თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ებრაული კომპანია „ოფეკი“ (Offek) საფრენი აპარატით (თვითმფრინავი) – Cessna 172 ახორციელებს.
ფრენების ნებართვა 5 ივლისამდეა გაცემული. ფრენების მარშრუტი საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან და თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ არის შეთანხმებული.
„აღნიშნული ფრენების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და 3D რუკის მოდელი ექნება, რაც რიგ სამსახურებს (არქიტექტურა, ურბანული, ქონების მართვა, ზედამხედველობა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა) საშუალებას მისცემს, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტურად წარმართონ. ასევე, ეს მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის და განთავსდებავებგვერდზე – maps.tbilisi.gov.ge. გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოში მსგავსი გადაღებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. საჰაერო გადაღებები 2014 წლის ბოლოს აწარმოეს, ხოლო მსგავსი ხარისხის აეროგადაღება პირველად ხორციელდება. იგი სხვა ამოცანებთან ერთად, ქალაქის განაშენიანების კონტურის დაზუსტებას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.