ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირსა და ქინძმარაულის ქუჩას. ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სამგორისა და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 12:00 საათამდე გაითიშება. კერძოდ, რობაქიძის გამზირსა და დიღმის მასივის III კვარტალში.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რაიონშიც. საუბარია ცოტნე დადიანის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჯავის, ზედაზენის, იმერეთისა და სანაპიროს ქუჩებზე. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: ჭილაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალისტრატე ცინცაძის ქუჩის აბონენტებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.