დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„კრწანისის რაიონში, ბარათაშვილისა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 11 საათიდან 13 საათამდე შეუწყდებათ.

დიდუბის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგიის მოწოდება 11 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ლუბლიანას, ტერევენკოსა და ჭიაურელის ქუჩებს.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 13 საათიდან 14 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ავშნისა და ფირცხალავას ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ნაწილობრივ), დელისზე, ასათიანის, ნიკო ბურის და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.