ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„გლდანის რაიონს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე შეეხება. საუბარია გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ნოზაძის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილისა და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებზე.
ასევე 14:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონებისა და სოფელ გლდანის ქუჩების აბონენტებზე. სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 16:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძისა და ნაკადულის ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის შეზღუდვა 11:00-დან 15:00 საათამდე თემქის დასახლების I, II მიკრორაიონებისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩებზე გავრცელდება.
საბურთალოს რაიონს ელექტროენერგია 11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება. კერძოდ, ზემო ვეძისის, ტაშკენტისა და დავითაშვილის ქუჩებს.
ასევე 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის, ძოწენიძისა და ქავთარაძის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩას ელექტრომომარაგება 14:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.